ტრანსპორტელების დღე სატრანსპორტო კომპანიაში
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ყოველი წლის 25 ოქტომბერს, ტრადიციისამებრ, ტრანსპორტელების დღე აღინიშნება
წელს საპატიო თანამშრომლის წოდება 22 თანამშრომელს მიენიჭა, რომლებიც 25 წელზე მეტია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებს ემსახურებიან. მათ შორის არიან, როგორც ავტობაზის ხელმძღვანელი პირები, ასევე, ავტობუსის მძღოლები, მექანიკოსები, ავტოსერვის ცენტრის, ავტობუსების სადისპეტჩეროსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამშრომლები.
საპატიო თანამშრომლებს პროფესიული დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალურ ტრანსპორტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს ულოცავს და გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობას უხდის.