3-დან 12 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გზავრებს ვერ მოემსახურება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.