28 ოქტომბრიდან ახალი ავტობუსის მარშრუტი ამოქმედდება
28 ოქტომბრიდან ამოქმედდება ახალი ავტობუსის მარშრუტი N330, რომელიც „ველის“ ტერიტორიიდან გადაადგილდება ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ლ. რაზიკაშვილის და გ. ლორთქიფანიძის ქუჩებზე და მოძრაობას დაამთავრებს მეტროსადგურ „ისანთან“. უკუმიმართულებით, მარშრუტი გადაადგილდება მ/ს „ისნიდან“ ცაცა ამირეჯიბის III შესახვევს გადაკვეთამდე
ამასთანავე, 28 ოქტომბრიდან, ავტობუსის მარშრუტზე N102, მგზავრებს მოემსახურება „ისუზუს“ მარკის ავტობუსები.