თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი თბილისის მასტერ ლიგა 2-ის გამარჯვებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდმა (Football Club TTC) 2021 წლის თბილისის მასტერ ლიგა 2-ის ტურნირში გაიმარჯვა.

მასტერ ლიგა არის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც თამაში მიმდინარეობს 7x7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი მასტერ ლიგა, ხოლო თბილისში შექმნილია 3 რანგის ლიგა: მასტერ ლიგა, მასტერ ლიგა 2 (ყოფილი ჩელენჯ ლიგა), მასტერ ლიგა 3.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას იღებდა თბილისის მასტერ ლიგა 2-ის გათამაშებაში, რომელშიც სულ 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით შეხვდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა და საბოლოოდ 43 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა. გუნდმა ერთი ქულით გადასუწრო უახლოეს მდევარს.

2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ასევე სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელი დიმიტრი დემურაშვილი.

ულოცავთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო კლუბს და მთლიანად სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას.