მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და კონდუქტორებს შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე ტრეინინგი ჩაუტარდათ
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და მონიტორინგის თანამშრომლებს 3 და 5 ნოემბერს ჩაუტარდათ ტრეინინგი შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე
ტრეინინგის კურსები შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფმა და ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” თავმჯდომარემ თომა კაკაბაძემ ჩაატარა
ტრეინინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა, ავტობუსის მძღოლებთან და კონდუქტორებთნ ერთად, მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობის წესები განიხილეს