რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის გეგმიური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
„საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მიმდინარეობს მზიდსაწევი ბაგირის სრულად გამოცვლა და სერვისული სამუშაოები, როგორიცაა ზეთების გაფილტვრა ყველა ჰიდრავლიკურ დანადგარში, ფილტრის დანადგარების შეცვლა დაჭიმულობაზე, ავარიულ მუხრუჭსა და ავარიულ ძრავაზე ყველა ელექტრონული ფუნქციის შემოწმება, ასევე, კონტროლის სისტემის ვიზუალური და ფუნქციური შემოწმება და სხვა
სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ატარებენ. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მგზავრთა მომსახურებას
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის