სისხლის უანგარო დონაციის აქცია სატრანსპორტო კომპანიაში

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით და კომპანიაში დასაქმებულთა ჩართულობით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქცია შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ მობილულმა ჯგუფმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში ჩაატარა.

სისხლის უანგარო დონაციის კამპანიაში თბილისის სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობს, რითაც ის სისხლის დონორის მსოფლიო დღეს უერთდება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საპასუხისმგებლო აქციაში მონაწილეობით კომპანიას მცირედი წვლილი შეაქვს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში, რადგან ერთი მოქალაქის მიერ ჩაბარებულმა სისხლმა შეიძლება, სამი სიცოცხლე იხსნას