კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს.

აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.