თბილისის მეტროს დაარსებიდან 57 წელი შესრულდა
თბილისის მეტროს დაარსებიდან 57 წელი შესრულდა, რომლის აღსანიშნავად, მეტროპოლიტენის 13 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. ისინი თბილისის მეტროს მგზავრებს 30 წელზე მეტია ემსახურებიან.
საზეიმო ღონისძიებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან და თბილისის მეტროპოლიტენის პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო თანამშრომლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
2023 წლის საპატიო თანამშრომლები გახდნენ: თინათინ გრძელიშვილი, რობიზონ ზუბიაშვილი, სუსანა ჩერნიუსოვა, ავთანდილ ჯოხაძე, დავით ხაჩიძე, აკაკი მაჭარაშვილი, ლევან მეხრიშვილი, მზია ასკილაშვილი, ამირან ხოშტარია, გურამ გაჩეჩილაძე, მერაბ ჩალაძე, ოთარ მუჩიაური და ტატიანა ცაციაშვილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის, რადგან თითოეული მათგანი მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას განაპირობებს.