თბილისის მეტროში დასაქმებულ 12 ადამიანს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა
თბილისის მეტროს 58 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეტროში დასაქმებულ 12 ადამიანს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
საზეიმო ღონისძიებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებსა და თბილისის მეტროპოლიტენის პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო თანამშრომლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მადლობას უხდის მათ გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის, რაც მეტროს შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.