თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში TTC CUP 2025
დასრულდა, ტრადიციული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შიდა ჩემპიონატი მინიფეხბურთში - TTC CUP 2025 . ტურნირი 9 ივნისს დაიწყო და მასში კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულების 12 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები სამ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც
პირველ და მეორე ადგილზე გასულები, ასევე 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდნენ
ფინალური თამაშები 27 ივნიის გაიმართა. მატჩში მესამე ადგილისთვის №2 ავტობაზის გუნდმა შარშანდელი ფინალისტი სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის გუნდი დაამარცხა და პირველად გავიდა მესამე ადგილზე
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ფინალი, სადაც ერთმანეთს ბოლო 15 წლის განმავლობაში ტურნირში გამარჯვებული სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა გუნდი მემანქანეების გუნდ „ერთობა 2013“-ს დაუპირისპირდა. ფავორიტები მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე თამაშს იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე „ერთობა 2013“-მა ჯერ გათანაბრება შეძლო, ხოლო მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე საჯარიმო პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გამოიყენა და პირველად მოიგო სატრანსპორტო კომპანიის მინიფეხბურთის ტურნირი
ტურნირის ბომბარდირი სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გუნდის მოთამაშე გუგა გრიგოლია გახდა, რომელმაც სულ 21 გოლი გაიტანა.
გამარჯვებული გუნდები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად დააჯილდოვა და გუნდებს ფულადი ჯილდო სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქართან ერთად გადასცა.