რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 10 წლის გახდა
ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 23 ივნისს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა შეემატა.
საბაგირო საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაპროექტდა და აშენდა. პროექტი იტალიურმა კომპანია LEITNER-მა განახორციელა.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და მასზე მოძრაობს 7 გონდოლა. საბაგირო გზა სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გახსნიდანვე გახდა პოპულარული, როგორც თბილისელებისთვის, ასევე, განსაკუთრებით ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საბაგირო გზა მდებარეობს თბილისის ისტროულ, ტურისტებისთვის საყვარელ ადგილას და მისი გონდოლებიდან დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.
გახსნის დღიდან დღემდე, რიყე-ნარიყალას საბაგირო სულ 12.5 მლნ მგზავრს მოემსახურა.