საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

2025 წლის 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება.

საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე იმუშავებენ 06:00-დან 20:00 საათამდე და მგზავრებს მოემსახურებიან სტანდარტული ტარიფით.

N39, N175, N177 და N191 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან ( მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ “დიდუბის”- ის ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა);

ხოლო, N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ “სამგორის”- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

 საგამოცდო პროცესი N39, N103, N175, N177, N191 საჯარო სკოლებში – 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.