თბილისის მეტრო 55 წლისაა
1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს თბილისის მეტროს “დიდუბე” “რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა . მეტროს ინფრასტრუქტურის წინსვლამ ზოგადად, ქალაქის განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა, რადგანაც ის გახსნის დღიდან თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე პოპულარული, უსაფრთხო და სრწაფი გადაადგილების საშუალება გახდა.
თბილისის მეტროს დღესაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ის ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ყველას ულოცავს მეტროს იუბილეს, განსაკუთრებით, თანამშრომლებს, რომელბიც წლების განმავლობაში ქალაქს დაუღალავად ემსახურებიან.