ტრანსპორტელების დღე სატრანსპორტო კომპანიაში
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა.
სპეციალურად ამ დღისთვის, კომპანიის 15 თანამშრომელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცა.
საპატიო თანამშრომლებს პროფესიული დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს მუნიციპალურ ტრანსპორტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს და მადლობას უხდის გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.