თბილისის მეტრო მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება
თბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება და მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. 2019 წლის 1 ივლისიდან, ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით, 23:00 საათამდე მუშაობდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები თანამედროვე სტანდარტის, ახალი სადენებით და დამონტაჟდა 32 ერთეული ევროპული სტანდარტის გამნიავებელი.
პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი და მისი განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეტროს ენერგოუსაფრთხოება და შეუფერხებელი ფუნქციონირება.