კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან შეზღუდვა კუს ტბის საბაგირო გზაზეც წესდება და მისი მუშაობის გრაფიკი იცვლება.
კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით, 22:00 საათის ნაცვლად, 10:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!