15 მარტიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
აღნიშნული ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით: მ/ს „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით), ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით), მ/ს „ახმეტელის თეატრი“.
N339 მარშრუტზე 8-წუთიანი ინტერვალით, 3 ერთეული, 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი გადაადგილდება.