15 ივნისიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ინტეგირებული გადახდის სისტემაში გაერთიანდება
15 ივნისიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ინტეგირებული გადახდის სისტემაში გაერთიანდება
ინტეგრირებული გადახდის სისტემა გულისხმობს, რომ მგზავრობის ტარიფი თბილისის ავტობუსებს, მეტროსა და მიკროავტობუსებს გაუთანაბრდება. მგზავრობის ტარიფი შეადგენს 50 თეთრს, ხოლო ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში, 90 წუთის განმავლობაში მგზავრებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ საბაგირო ხაზით.
20 აპრილიდან დედაქალაქში უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდა, რომელიც მგზავრებს ყოველდღიურად 08:00-დან 20:00 საათამდე ემსახურება.
საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
ერთი საათის განმავლობაში საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.