დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.