ტრანსპორტელების დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში
თბილისის სატრანსპორტო კომპანია 25 ოქტომბერს ტრანსპორტელების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, 20 თანამშრომელს, რომლებიც 25 წელზე მეტია თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს ემსახურებიან, საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
2021 წლის საპატიო თანამშრომლები გახდნენ ავტობუსის მძღოლები, მექანიკოსები, ავტოსერვის ცენტრის, ავტობუსების სადისპეტჩეროსა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და თბილისის პარკინგის თანამშრომლები.
საპატიო თანამშრომლებს პროფესიული დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალურ ტრანსპორტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს ულოცავს და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობას უხდის.