გადაუდებელი საგზაო სამუშაოების გამო, N365 ავტობუსი ლიბანის შესახევის N22 კორპუსამდე იმოძრავებს
გადაუდებელი საგზაო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავი N365 ავტობუსი მგზავრებს დროებით მხოლოდ ლიბანის შესახვევის N22 კორპუსამდე მოემსახურება. მოძრაობის დადგენილი მარშრუტი საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
რაც შეეხება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავ N355 ავტობუსს, იგი შეუფერხებლად იმოძრავებს.