მეტრომანის ბარათი
11 July 2019რა არის „მეტრომანის" ბარათი
„მეტრომანის" ბარათი წარმოადგენს მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) და რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას. „მეტრომანის" ბარათის მფლობელები ავტომატურად სარგებლობენ ფასდაკლების სისტემით მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი), მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა „მეტრომანის" ბარათით გადაიხადონ მგზავრობის საფასური თბილისში მოქმედ მიკროავტობუსებშიც.
სად შეიძლება „მეტრომანის" შეძენა, ბალანსის შევსება და ნაშთის შემოწმება
„მეტრომანის" ბარათის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მეტროს სადგურში და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სალაროებში. ბარათის ღირებულება ერთჯერადად 2 ლარს შეადგენს. ბარათი არ არის პერსონალური, შესაბამისად მის ასაღებად რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება. ბარათზე თანხის დეპონირება შესაძლებელია:
- ნებისმიერი მეტროს სადგურში;
- რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ორივე სადგურში;
- „საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატებში და სერვის-ცენტრებში;
ბარათზე ნაშთის ნახვა შესაძლებელია მეტროს სადგურებში ავტომატური საკონტროლო პუნქტის გადაკვეთისას, ავტობუსის ბილეთზე და სადგურების (როგორც მეტროს, ასევე საბაგიროს) სალაროებში.
ბარათის დაბრუნება შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში. ბარათის შეძენის დროს გაცემული სალაროს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში მის მფლობელს უკან დაუბრუნდება შეძენისას გადახდილი 2 ლარი.

ბარათის დაზიანების შემთხვევაში (გარდა მექანიკური დაზიანებისა - ბარათის გადაღუნვა, დაკეცვა, და ასევე სხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ბარათის არასწორი მოხმარებით), შეგიძლიათ მიმართოთ პრობლემური ბარათების ცენტრს - მეტროსადგურ „ავლაბარსა" და „სამედიცინო უნივერსიტეტში", სადაც მოხდება ბარათის უფასოდ შეცვლა ახლით. მფლობელის მიზეზით ბარათის დაზიანების შემთხვევაში, ახალი ბარათის ასაღებად მომხმარებელმა თავიდან უნდა გადაიხადოს ბარათის ღირებულება 2 ლარი.
მეტრომანის" ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა განაცხადოს პრობლემური ბარათების ცენტრში და წარადგინოს ბარათის აღებისას გაცემული სალაროს ქვითარი, რის შემდეგაც დაკარგული ბარათის ნომერი ავტომატურად მოხვდება ბლოკირებულ ბარათთა სიაში.
ბარათი დაზიანების და დაკარგვის შემთხვევაში, მასზე არსებული ნაშთის გადატანა ახალ ბარათზე შესაძლებელია მხოლოდ თავდაპირველი ბარათის შეძენისას გაცემული სალაროს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში.